ახალი ამბები
"ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება" - დნიპროს მერი
FaceBook
"სამწუხაროდ, ჩვენ მოძმე ქალაქთან, ქუთაისთან დავკარგეთ ომში კავშირი. ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან" , - ამის შესახებ დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა. 

მერის თქმით,  დნიპრო სხვა მოძმე ქალაქებისგან დახმარებას იღებს, მაგრამ მათ შორის არ არის ქუთაისი. 

დნიპროს მერმა ინტერვიუში მიუთითა, რომ მისთვი სგულსატკენია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. 

"ვამბობ, როგორც ადამიანი, ძალიან მტკენს გულს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. საქართველო არა მხოლოდ რუსული აგრესიის მსხვრეპლია, არამედ ქართველები არიან ჩვენი ძმები. ბევრი ქართველი მებრძოლია დღეს უკრაინაში. ისინი იღუპებიან უკრაინისთვის და საქართველოსთვის უკრაინის მიწაზე. ძნელია ავხსნა (საქართველოს ხელისუფლების)პოზიცია. შეიძლება ეს იყოს შიში, ან ეს იყოს სურვილი ჩირგვში ჩაჯდნენ. ეს არის ილუზია. არ გამოვა თავშესაფარში ჯდომა.  თუ უკრაინა დაეცემა შემდეგი საქართველო იქნება“.

14 იანვარს, დნიპროში რუსი აგრესორების მხრიდან, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 14 ბავშვი.

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. დნიპროს გარდა ხარკოვი, ​ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ყავს.

ქუთაისის მერიას დნიპროს მერის ინტერვიუზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

Print