ახალი ამბები
ქუთაისის მერიის სპორტის სამსახურმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილებამ 2015 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის პრეზენტაციაზე სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული პროექტები შეჯამდა.

"გასულ წელს 17 პროგრამული და 6 ახალი პროექტი განვახორციელეთ. ვფიქრობ, საკმოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა. უფრო მეტი გეგმები წინ გვაქვს,"-ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე, მანანა მანაგაძე.

სპორტის სამსახურის მიერ წარდგენილი პრეზენტეციის მიხედვით, 2015 წელს ქუთაისელი სპორტსმენების მიერ სხვადასხვა სახეობებში 1000-ზე მეტი მედალი იქნა მოპოვებული.  

ქუთაისის მერიის სპორტის დაფინანსება  მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, 68 ათასი ლარით არის გაზრდილი.


მარიამ პატარაია

Print