ახალი ამბები
20-23 იანვარს ზემო იმერეთში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
FaceBook
სინოპტიკოსები საქართველოში ისევ ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.

ძლიერი ქარი იმერეთში რამდენიმე დღის წინაც იყო, რამაც მოსახლეობა დააზარალა. იმერეთში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი, პირველადი მონაცემებით, 8 100 000 ლარს შეადგენს.

Print
თეგები: #ძლიერი ქარი