ახალი ამბები
მერია ქარის შედეგად დაზიანებული სახურავებისთვის 263 000 ღირებულების გადასახურ მასალას ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია, სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სახურავების რეაბილიტაციისთვის საჭირო გადასახურ მასალას ყიდულობს.
ამ მიზნით ის, გამარტივებული შესყიდვის გზით, შპს „ჯი არ სი“-სთან 263 662 ლარი ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებს.

ამ უკანასკნელს დაევალება გადასახური მასალების შესყიდვა, მერიის საწყობში ტრანსპორტირება/დასაწყოება და შემდგომში დაზარალებული ბენეფიციარებისთვის გადაცემა.

„2023 წლის 10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში განვითარებული ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა მრავალი შენობა-ნაგებობის სახურავი, როგორც ქანობიანი, ასევე ბრტყელი გადახურვის მქონე. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრისათვის საჭიროა შესყიდულ იქნას 4500 კვ. მ ჰიდროსაიზოლაციო მასალა, 11300 კვ. მ გოფრირებული და 5750 კვ. მ ფურცლოვანი თუნუქი. აღნიშნული მდგომარეობის გათვალიწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სახურავების რეაბილიტაციისთვის საჭირო გადასახური მასალის შესყიდვა (ბენეფიციარებისთვის გადასაცემად) განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის გზით“, -აღნიშნულია დოკუმენტში.

ქუთაისში 4 დღიანმა სტიქიამ არაერთი შენობის სახურავი და ავტომობილი დააზიანა. 





Print