ახალი ამბები
პროკურატურას "ქართული ოცნების" დაქვემდებარებაში ადანაშაულებენ
FaceBook
"პროკურატურა ქართული ოცნების დაქვემდებარებაშია".

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია პროკურატურისგან საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს.

წულაია პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის საქმის გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პროკურატურა ადგილობრივი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა.

"პროკურატურა "ქართული ოცნების" დაქვემდებარებაშია, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, ამ დრომდე ქობულაძეს საქმის გამოუძიებლობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიება დასრულებული უნდა იყოს," - აცხადებს წულაია.

წულაია პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

5 თვის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარემ სულხან ქობულაძემ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასში დაადანაშაულა.
Print