ახალი ამბები
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე აეროპორტების გაერთიანების უხელმძღვანელებს
FaceBook
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას ქარქაშაძე „ქუთაისიპოსტს“ უდასტურებს და სამომავლო გეგმების შესახებაც საუბრობს.

„ჩემი მთავარი მიზანია, რომ ორგანიზაცია გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. ამასთან, ქუთაისის აეროპორტს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, მეტი პირდაპირი რეისი გვქონდეს. გარდა იმისა, რომ თვითონ ავიაცია უნდა იყოს და არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი, მამოძრავებელი ძალა, ქუთაისის აეროპორტი უნდა გახდეს იმერეთისთვის როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე ძალიან ძლიერი მოთამაშე
“, - განმარტავს ირაკლი ქარქაშაძე.

მერის ყოფილი მოადგილე რომ აეროპორტების გაერთიანების დირექტორად ინიშნებოდა, ამაზე „ქუთაისიპოსტი“ ორი თვის წინ წერდა. მაშინ ირაკლი ქარქაშაძე განმარტავდა, რომ რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის, აღნიშნულ გაერთიანებაშიც.

ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის მერის მოადგილედ 2020 წლის 22 ივლისს დაინიშნა. მან ნინო თვალთვაძე შეცვალა. აღნიშნული თანამდებობა კი გასული წლის ნოემბერში დატოვა.




Print