ახალი ამბები
ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა.
ის ქუთაისის მერიაში სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, თამარ დახუნდარიძეს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება აქვს ჯანდაცვის სექტორში, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. ის არის მეცნიერების მაგისტრი ჯანდაცვის ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი.

ქუთაისის მერის ახალი მოადგილე სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, „მეგალაბის“ ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIMS) , კურაციოს საერთაშორისო ფონდში.

2021 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობდა ქუთაისის სისხლის ცენტრის მმართველ დირექტორად.

მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი ქარქაშაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

Print