ახალი ამბები
მსახიობ დავით როინიშვილს აკაკი ხორავას პრემია მიენიჭა
FaceBook
14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" წლის საუკეთესო თეატრალური ნაწარმოები და წლის მსახიობები გამოავლინა.

ამ კონკურსის ფარგლებში მესხიშვილის თეატრის მსახიობ დავით როინიშვილს აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა.

აღნიშნული პრემია მსახიობს სპექტაკლებში „მაკბეტი“, „სიმართლე“, „ქარი ქრის ვერხვებში“ შესრულებული რომლებისთვის გადაეცა. 

14 იანვარს ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და "საქართველოს თეატრალური საზოგადოების" ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური, ტრადიციული კონკურსის, "წლის საუკეთესო ნაწარმოების", გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის ფარგლებში ლაურეატებს გადაეცათ სახელობითი პრემიები.
Print