ახალი ამბები
2022 წელს ქუთაისის აეროპორტი 800 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა
FaceBook
2022 წლის განმავლობაში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 3 220 რეისსა და 822 486 მგზავრის მოემსახურა.
აეროპორტის ინფორმაციით, რეისების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ით, ხოლო მგზავრების რაოდენობა 94%-ით აღდგა.

რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 85 008 მგზავრმა ისარგებლა და 306 რეისი განხორციელდა. რეისების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 6%-ით, ხოლო მგზავრების რაოდენობამ 3%-ით გადააჭარბა.

ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

2023 წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.


Print