ახალი ამბები
იმერეთში, ძლიერი ქარის შედეგად, 70-მდე სახლის სახურავი დაზიანდა
FaceBook
იმერეთში ორი დღეა სტიქიას ებრძვიან. 
შედეგად, დაზიანებულია 70-მდე სახლის სახურავი, სასათბურე მეურნეობები, ავტომობილები, წაქცეულია ხეები. ამასთან, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. 



იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

„იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი, შესაბამისად, ჩვენი სამსახურები ადგილზე იყვნენ მობილიზებული და მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ღამით 69 შენობა დაზიანდა, როგორც საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საკუთარი სახლები. ათამდე მანქანა დაგვიზიანდა ქალაქში. არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომლებსაც ახლაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ აქვს. გვქონდა ხანძრის შემთხვევაც წყალკტუბოს სოფელ მუხიანში, დაგვიზიანდა სათბურები ვარციხეში და ა.შ. მიმდინარეობს ამ მიმართულებებით მუშაობა, ჩართულია ყველა სამსახური, როგორც საგანგებოს, ასევე „ენერგო პროს“ და „სოკარის“. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ის პრობლემა, რაც დგება ჩვენ წინაშე“, - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

ძლიერმა ქარმა იმერეთის 7 მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ტყიბულში, თერჯოლასა და საჩხერეში პრობლემები შექმნა. 

მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი:

ქუთაისი
ცხელი ხაზი: (0431) 24-26-51 , 595250309 ;

ხონი
ცხელი ხაზი: 595 33 25 44 ;

წყალტუბო
ცხელ ხაზი: 599 35 90 17, 595 95 75 98;

ვანი
ცხელი ხაზი: (0432) 22 10 34, 591 30 02 80

სამტრედია

ცხელი ხაზი: 599 15 25 49;

ტყიბული
ცხელი ხაზი: 599 27 32 50;

თერჯოლა
ცხელი ხაზი: 0491 24 44 64, 577 39 05 60;

საჩხერე
ცხელი ხაზი: 599 29 50 24;

ბაღათი
ცხელი ხაზი: 595 51 05 00;

ჭიათურა
ცხელი ხაზი: 577 01 77 94, 577 01 77 69;

ხარაგაული
ცხელი ხაზი: 595 51 98 10;

ზესტაფონი
ცხელი ხაზი: 598 34 53 35;

Print