ახალი ამბები
118 000 ლარის ღირებულების ლურჯი ფერის - ქუთაისის მერია ავტომანქანას ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია 118 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილს ყიდულობს.
მაღალი გამავლობის ავტომანქანა, რომლის ფერი ლურჯი ან ნაცრისფერი უნდა იყოს, სავარაუდოდ, ქალაქის მერისთვისაა განკუთვნილი. 

მისი შესყიდვისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (NAT230000310) ვკითხულობთ, რომ ავტომობილი 2022 წელს გამოშვებული და  SUV კლასის უნდა იყოს.  

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ავტომობილს ზოგადად მერია ყიდულობს და ის კონკრეტულად არავისთვისაა განსაზღვრული.

რაც შეეხება მერიის ავტოპარკში მანქანების რაოდენობას, პრესსამსახურში განმარტეს, რომ "ვერ დაგითვლით, შემოგზავნეთ წერილი და ზუსტად მოგცემენ ყველა მონაცემს".

ჩვენი  ინფორმაციით, მერიის ავტოპარკში 4 ახალი და ერთი ძველი ფიატის ტიპის სედანი ირიცხება.

ფოტო: ინტერნეტსივრცე  







Print