ახალი ამბები
სამტრედიაში ქარმა ნაძვის ხე წააქცია
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ზოგან ძლიერი თოვა.

მათივე ცნობით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მომაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

ფოტო: დავით ცხვარაძე
Print