ახალი ამბები
საქართველოში არცერთი მერი და გუბერნატორი არ არის ქალი - კამპანია "პოლიტიკაSHE" ქუთაისში
FaceBook

დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტში ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილნი.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოციალურ ქსელებში ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გენდერული კვოტის შესახებ საინფრომაციო კამპანია "პოლიტიკა SHE"დაიწყო.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული კვოტებისს აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, გაზარდოს ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში.

გაეროს "ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ" კომიტეტის მიერ შემუშავებული 2014 წლის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ შემდგომი 2 წლის ვადაში პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში ქალთა სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.

დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტში ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილი, ადგილობრივ ხელისუფლებაში კი მხოლოდ 11%- შეადგენენ.
ხოლო 69 გამგებლიდან ქალი მხოლოდ ორია, ასევე ქვეყანაში არცერთი მერი და გუბერნატორი არ არის ქალი.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქალების წარმომადგენლობის დაუყოვნებელი გაზრდისათვის აუცილებელია დროებითი სპეციალური ზომა - გენდერული კვოტა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას დაავალდებულებს, რაც გაზრდის ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას და შეამცირებს გენდერულ დისბალანსს.

კამპანის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამი საქართველო" და მას ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფი.

დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტში ქალები მხოლოდ 12%-ით არიან წარმოდგენილი.



Print