ახალი ამბები
ტრადიციები, რომელთაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
FaceBook
საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დამატებით 6 ტრადიციას მიენიჭა.
ბრძანებას, რომელიც 2022 წლის 30 დეკემბერს გამოიცა, ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შემდეგ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს მიენიჭა:

„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;

„გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;

„რთვლის ტრადიცია საქართველოში“;

„მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;

„მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;

„ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.

შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.


Print