ახალი ამბები
ქუთაისის სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს. 
ამ მიზნით, პირველ ეტაპზე ტენდერი [NAT230000240] აღნიშნულისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია.

წინადადების მიღება 21 იანვარს იწყება და 24-ში მთავრდება.

მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.

Print