ახალი ამბები
14 იანვარს, ქუთაისში, ველომსვლელობა გაიმართება
FaceBook
14 იანვარს, ქუთაისის ქუჩებში, ველომოყვარულები გამოჩნდებიან და მოქალაქეებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან.
ისინი ე.წ კიკვიძის ბაღთან, 17:30 საათზე შეიკრიბებიან და 18:00 საათიდან საახალწლო ფორმაში გამოწყობილები, ქალაქის უბნებს შემოივლიან.

„ვინც აპირებს, რომ შემომიერთდეს, თხოვნა მექნება, რადგან საახალწლო პერიოდია, ჩავიცვათ სანტას/ფიფქიას ფორმები და დავიხუროთ საახალწლო ქუდები, რათა უფრო ლამაზი გამოვიდეს მსვლელობა და შესამჩნევებიც ვიყოთ ღამით, ქუჩებში“, - ამბობს ველომსვლელობის ორგანიზატორი გიორგი გუბელაძე.

გიორგიმ, ველომსვლელობის მოწყობა და ამით მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა, რამდენიმე წელია, ტრადიციად აქცია.

ველომოყვარულები ქუთაისის ქუჩებში 30 დეკემბერსაც გამოჩნდნენ.

Print