ახალი ამბები
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში ნალექმა რაიმე შეფერხება არ წარმოქმნას"
FaceBook
ქუთაისში, ააიპ "სპეციალური სერვისები" მოსალოდნელი თოვლისა და ყინვებისთვის ემზადება.
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მჟავანაძის განმარტებით, მომარაგებული აქვთ ყველა საჭირო ტექნიკური რესურსი.

„ჯერჯერობით არ მოუთოვია, თუმცა ჩვენ მზად ვართ. იცით, რომ ამ პერიოდში ყოველთვის გადავდივართ საგანგებო მუშაობის მზადყოფნაზე. შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში ნალექმა რაიმე შეფერხება არ წარმოქმნას“, - ამბობს გიორგი მჟავანაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ზოგან ძლიერი თოვა. ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

ფოტო: არქივი (ააიპ "სპეციალური სერვისები")


Print