ახალი ამბები
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 665 ათასს აჭარბებს
FaceBook
საქართველოში ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა.

შესაბამისად,  საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 665 ათასს აჭარბებს.

ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის 17,9% ანუ 665 992 ადამიანი იღებდა, ეს კი 28 245-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წლის ნოემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 637 747 ადამიანი იყო.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 75 902-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.


Print