ახალი ამბები
ქუთაისში, საჭარდაკო და ნიჩბოსნობის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისის მერია სპორტული სკოლების კეთილმოწყობას იწყებს და ამ მიზნით ტენდერებს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საჭადრაკო სკოლას ჩაუტარდება.

აღნიშნულისთვის მერიას 534 859 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი [NAT220028973] გამოცხადებული აქვს.

წინადადების მიღება 21 იანვარს იწყება და 26-ში მთავრდება.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარული დღე.


ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა:





საჭადრაკო სკოლასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიჩბოსნობის სკოლის რეაბილიტაციასაც იწყებს.

აღნიშნულისთვის ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`000`863).

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით [NAT220028969], ლესელიძის ქუჩაზე მდებარე კონსტანტინე ლიპარტელიანის სახელობის #21 ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის რეაბილიტაციასთან ერთად, მოეწყობა სკოლის ეზო და საწყლოსნო სკოლის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურაც.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღე.

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული ნიჩბოსნობის სკოლა:





ასეთი იქნება სკოლის ეზო და ნავმისადგომი:







Print