ახალი ამბები
31 დეკემბრიდან 3 იანვრის პერიოდში, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაზარალდა
FaceBook
2022 წლის 31 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრის პერიოდში, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაზარალდა, მათგან 9 ბავშვია.
აქედან ჰოსპიტალიზაცია 24 შემთხვევაში გახდა საჭირო. 

რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, ცენტრს დახმარებისთვის 500-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზაციის საჭიროება 128-შემთხვევაში იყო.

„სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაცული ელექტრონული ბაზის მონაცემის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში პიროტექნიკით დაზარალებულმა 39-მა მოქალაქემ ითხოვა დახმარება, აქედან 30 მოზრდილი და 9 ბავშვია. ჰოსპიტალიზაციის საჭირობა დადგა 24 შემთხვევაში", -  განმარტავენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

ipn.ge


Print