ახალი ამბები
9-12 იანვარს, საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი  კლებაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ზოგან ძლიერი თოვა.
სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).

საავტომობილო გზების ცალკეულ მომაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.



Print