ახალი ამბები
თერჯოლაში, სოფელ გოდოგანში, ცოლ-ქმარი მოკლული იპოვეს
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა.

მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

Print