ახალი ამბები
"მიშას სიცოცხლისთვის" - ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
FaceBook
"გადავარჩინოთ მიშა", "მიშას სიცოცხლისთვის" - ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის ყოფილი შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.

"სიმბოლურად შევიკრიბეთ პარლემენტი წინ, გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მოხდა ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა. დღეს, როგორც არასდროს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ვუცხადებთ სოლიდარობას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ"- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი კილაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის აქციები საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდა. ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია.
Print