ახალი ამბები
ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი 6-ის ნაცვლად 4 იანვარს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი 4 იანვარს ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი 6 იანვრის ნაცვლად 4 იანვარს გაიმართება.

თარიღის ცვლილების მიზეზი უამინდობაა.

ანსამბლი კონცერტის გამართვას ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ მოედანზე, გეგმავს.

კონცერტის ორგანიზატორი DMO იმერეთია.

"გამოცხადებული უამინდობის გამო, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ სადღესასწაულო და ამაღლებული განწყობა გადაწყდა კონცერტის თარიღის გადმოტანა", - აღნიშნულია DMO იმერეთის გავრცელებულ განცხადებაში.

კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 4 იანვარს 18 საათზე დაიწყება.

Print