ახალი ამბები
ქუთაისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
FaceBook
4 იანვარს,ქუთაისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, თელავსა და ოზურგეთშიც გამოუცხადებენ.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში, წლის შემაჯამებელ პოსტში წერს.

"2022 წელი იყო ერთ-ერთი უმძიმესი წელი საქართველოსა და მისი მეგობარი უკრაინისათვის.
ეს წელი უკრაინისათვის შევა ისტორიაში, როგორც ბრძოლის, მედგრად დგომისა და გამარჯვებისკენ სვლის წელი.

ხოლო საქართველოსათვის, როგორც წელი, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის კეთება უწევს სინათლესა და სიბნელეს, მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი.

2023 წელი უნდა დავიწყოთ სოლიდარობით და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით!

სწორედ ამიტომ, სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში. გამოვალთ და მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს!"- წერს ნიკა მელია.
Print