ახალი ამბები
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება.
ამ მიზნით მერიამ 4 მილიონ 752 782 ლარის (სავარაუდო ღირებულების) ტენდერი [NAT220028821] გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დანიშნულებაა, უზრუნველყოს უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირი ცენტრალურ გზასთან და ავტომობილით მგზავრების გადაყვანა კომფორტული გახადოს.

საპროექტო მონაკვეთის ჯამური სიგრძე 1025 მეტრს შეადგენს. გათვალისწინებულია დაზიანებული საფარისა და საფუძვლის სრული რეაბილიტაცია და სანიაღვრე ქსელის მოწყობა (მათ შორის, 24 სანიაღვრე ქსელის სათვალთვალო და 51 ცხაურიანი
ჭების მოწყობა).

პროექტის მიხედვით, ასევე მოხდება არსებული ელ.განათების ბოძების შეღებვა და მათზე ტროტუარის განათებისათვის ლამპიონების დამატება. გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობაც.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღე.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.

წინადადების მიღება 18 იანვარს იწყება და 23-ში სრულდება.




Print