ახალი ამბები
მერია, ხახანაშვილის ქუჩის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერს მეორედ აცხადდებს
FaceBook
ქუთაისში, ხახანაშვილის  ქუჩაზე, სადაც სამუშაოები მიტოვებული იყო,  მერია ტენდერს მეორედ აცხადებს.
სამუშაოების სავარაუდო [NAT220028933] ღირებულება  199 223 ლარს შეადგენს. 

წინადადების მიღება 22 იანვარს იწყება და 3 დღეში სრულდება.

ხახანაშვილის ქუჩაზე ფილები ორ თვეზე მეტია აყრილია, რის გამოც, როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითებისთვისაც გაადადგილება დისკომფორტს ქმნის.

ხსენებულ  ქუჩაზე გზის საფარის და სანიაღვრე  ქსელის მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა მერიამ  წლის დასაწყისში, ჯიბლაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გამოაცხადა.  ტენდერის გზით,  კომპანია "ონიქს როუდს" 504 803 ლარის სანაცვლოდ (ჯიბლაძის ქუჩა - 285 586 ლარი, ხახანაშვილის ქუჩა - 219 216) დაევალა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

თუმცა, მერიის მხრიდან პროექტის (რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს რემონტი) მუდმივი კორექტირების გამო განსაზღვრულ ვადაში  კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ვერ განახორციელა. საბოლოოდ, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. მერიამ კომპანია დააჯარიმა, ხოლო ამის საპასუხოდ "ონიქს როუდმა" სასამართლოში იჩივლა.


ამავე თემაზე:

ხახანაშვილის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მიტოვებულია

დაჯარიმებული კომპანია და მიტოვებული სამუშაოები - ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების "რეაბილიტაცია"

მერია დაუზიანებელი გზის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს (ვიდეო)

Print