ახალი ამბები
"ნინოშვილის სკვერის" რეაბილიტაცია იგეგმება - რეკონსტრუქციის ღირებულება ერთ მილიონზე მეტია
FaceBook
ქუთაისში ე.წ ნინოშვილის სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.
აღნიშნულისთვის მერიამ 1 563 521 სავარაუდო ღირებულების ტენდერი [NAT220028820] უკვე გამოაცხადა.

წინადადების მიღება 19 იანვარს იწყება და 24-ში მთავრდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღე.


ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული ნინოშვილის სკვერი
Print