ახალი ამბები
ქართველმა მოჭიდავეებმა თურქეთში 11 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს
FaceBook
ტურნირის ოქროს მედლის მფლობელები ლაშა გობაძე და რობერტ კობლიაშვილი გახდნენ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა 30-31 იანვარს სტამბოლში გამართულ ვები ემრეს და ჰამიდ კაპლანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 5 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

ტურნირის ოქროს მედლის მფლობელები ლაშა გობაძე და რობერტ კობლიაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლები რევაზ ლაშხმა, შმაგი ბოლქვაძემ, მინდია წულუკიძემ, თორნიკე ძამაშვილმა და ბექა კანდელაკმა მოიპოვეს.

მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ბაკურ გოგოლი, მათე სოფაძე, გიორგი ცირეკიძე და ნიკოლოზ კახელაშვილი.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს და თურქეთის ნაკრებებმა ერთნაირი შედეგი 70-70 ქულა აჩვენეს, თუმცა უპირატესობა თურქეთის ნაკრებს მიენიჭა, რადგანაც საქართველოს ნაკრებზე ერთით მეტი ოქროს მედალი მოიპოვა. მესამეზე ადგილზე ყახაზეთის ნაკრები გავიდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია გახლავთ, მწვრთნელები კი ოთარ ტატიშვილი, აკაკი ჩაჩუა, ჯემალ ბაკურიძე, ზაზა ჯიბლაძე და ვაჟა-ბოძაშვილი არიან.

წყარო: worldsport.ge
Print