ახალი ამბები
რომელი ჯგუფები იმღერებენ ახალი წლის ღამეს ქუთაისში?
FaceBook
31 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.

მოქალაქეების მუსიკალურ განწყობაზე ჯგუფი „მგზავრები“, „ოჩოს ქოხი“, „ჩვენი კვარტეტი“, ინდირა ჯგერნაია და DJ Zapa იზრუნებენ.

საახალწლო საღამო 21:00 საათზე დაიწყება და ფოიერვერკების თანხლებით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები ამით არ სრულდება. 3-დან 5 იანვრამდე პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენები და სპექტაკლები გაიმართება, სადაც ბავშვები საჩუქრებსაც მიიღებენ;

შობას, 7 იანვარს, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება;

13 იანვარს კი მესხიშვილის სახელობის თეატრში ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გენის" კონცერტი ჩატარდება.

წელს, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით, 366 125 ლარი დაიხარჯება.

ფოტო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
Print