ახალი ამბები
დღეს, ქუთაისში პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართება
FaceBook
29 დეკემბერს, ქუთაისში პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი დაუკრავს.

"გალა კონცერტი საჩუქარი ქუთაისს" ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში გაიმართება.

კონცერტი  17 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა.

ვალერიან შიუკაშვილი ქართველი პიანისტი და ხელოვნების აკადემიის რექტორია. მისი სახელი შეტანილია "XXI საუკუნის ვარსკვლავების" წიგნში.


Print