ახალი ამბები
"ქალაქს ეტყობა ჩვენი მუშაობის შედეგი" - იოსებ ხახალეიშვილი
FaceBook
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქალაქში "ოცნების" გუნდის "ნამუშევარს"  ხედავენ, "საღად მოაზროვნეები" არიან.
ქალაქის მერმა შესაბამისი განცხადება საკრებულოს 2022 წლის ბოლო სხდომაზე გააკეთა. 

„ის, რაც ჩვენ შევძელით არის ერთი გუნდის მუშაობის შედეგი და ჩვენს ქალაქს, დამერწმუნება, ალბათ, საღი თვალით და საღად მოაზროვნე ადამიანები ვინც ხედავენ, რომ ნამდვილად ეტყობა ამ მუშაობის შედეგი. დანარჩენი უკვე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის დამითმია.

წლევანდელი ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, იყო იმ გამოწვევებიდან დამუშავებული, რაც იყო მოსახლეობის მიერ. მინდა გითხრათ, რომ აქ არ ესმება წერტილი 2023 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტი არის ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენ 89 მილიონიანი ბიუჯეტი 130 მილიონამდე დავასრულეთ 2022 წელს, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ რამხელა ზრდაზეა საუბარი. ასევე ზრდადი იქნება 2023 წლის და ჩვენ გავალთ იმ პარამეტრებზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი",  - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერმა მედიასთან საუბარი არ ისურვა და საკრებულოს სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სხდომათა დარბაზი დატოვა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხახალეიშვილს მინისტრმა დაურეკა, რის გამოც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. 






Print