ახალი ამბები
ქუთაისში პარკირების საფასური ძვირდება
FaceBook
ქუთაისში პარკირების მომსახურების ტარიფი იანვრიდან გაიზრდება. გაძვირება წლიურ და თვიურ აბონიმენტებს შეეხება. 
გადაწყვეტილება დღეს, საკრებულოს წლის ბოლო სხდომაზე მიიღეს. 

გაზრდილი მომსახურების მიზეზი გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზებაა.  

მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თინათინ ბერიშვილის განმარტებით, არსებული ტარიფით მოქალაქეებისთვის პარკირების უკეთესი სერვისის შეთავაზება და გაზრდილი საპარკინგე მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო.

„ზრდა შეეხო პარკირების მხოლოდ წლიულ ტარიფს. გახდა 40 ლარის ნაცვლად 60 ლარი, ვინაიდან დღეზე გაანგარიშებით 11 თეთრი გამოდიოდა და ვერანაირად ვერ პასუხობდა არსებულ რეალობას. შესაბამისად, მხოლოდ წრიული ტარიფის გაზრდა მოხდა, რათა უფრო მეტი საპარკინგე სივრცე შევთავაზოთ მოქალაქეებს და უკეთესი სერვისი პარკირების მიმართულებით“, - ამბობს თინათინ ბერიშვილი.

პარკინგსერვისის ინფორმაციით, თვიური აბონიმენტის ღირებულება ახლა 25 ლარია, თუმცა იანვრიდან 30 ლარი გახდება. 

ქალაქში ამ დროისთვის 3 000-მდე საპარკინგე ადგილია. 





Print
თეგები: #პარკირება