ახალი ამბები
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
FaceBook
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 19 დეპუტატმა ერთხმად მისცა ხმა.

ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 101 მილიონ 481 700 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 12 მილიონით მეტია.

მომდევნო წელს შესასრულებელი პრიორიტეტებისთვის (რომელიც წლებია არ იცვლება) თანხები ასე გადანაწილდა:

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 19 675 200;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 24 500 600;

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 9 076 600;

განათლება - 17 483 700;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 20 993 400;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 985 200;

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 1 770 000

ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას არ ესწრებოდა ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში არიან და როგორც ამბობენ, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.
Print