ახალი ამბები
ქუთაისის მერია კოლონადისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციას გეგმავს
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. კინო გამარჯვებასთან მდებარე კოლონადების რეაბილიტაცია იგეგმება.
მოეწყობა მისი მიმდებარე სკვერიც.

მერიამ ტენდერი [NAT220027620] უკვე გამოაცხადა.

ქუთაისის მერია აღნიშნულისთვის 96 213 ლარს დახარჯავს (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება).

წინადადების მიღება 2023 წლის პირველ იანვარს დაიწყება და 4-ში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე.

ასეთი  უნდა იყოს  რეაბილიტირებული კოლონადი და მიმდებარე სკვერი. 








Print