ახალი ამბები
ქუთაისში, 25 დეკემბერს „კათოლიკური შობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ
FaceBook
25 დეკემბერს, ქუთაისში, ე.წ. კათოლიკური შობის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
საშობაო საღამო „ოქროს ჩარდახში“ 18:30 საათიდან დაიწყება.

საღამოს საპატიო სტუმრებს ქუთაისში მცხოვრები კათოლიკები წარმოადგენენ.

ქალაქი ამ ფორმით პატივისცემას გამოხატავს კათოლიკე და სხვა ქრისტიანული დენომინაციის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. 

საშობაო განწყობის შექმნაზე მსახიობი და მუსიკოსი ლელა ლომთაძე იზრუნებს.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი, ტკბილეული და ქართული საახალწლო ჩაროზი დააგემოვნონ.

ღონისძიება Dmo imereti-ის ინიციატივით იმართება.

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი გრეგორიანული კალენდრით ქრისტეს შობას აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა.

ფოტო: Dmo imereti

Print