ახალი ამბები
სფფ-ს საუკეთესო მსაჯების სამეულში ქუთაისელი გოგა კიკაჩეიშვილი დასახელდა
FaceBook
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის საუკეთესო მსაჯების სამეულში ქუთაისელი მსაჯი, გოგა კიკაჩეიშვილი დასახელდა.

გოგა კიკაჩეიშვილი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის არბიტრია.

გასული წლის დეკემბრში კიკაჩეიშვილმა მალტის ჩემპიონატის მე–16 ტურის ორი მარტჩი იმსაჯა. მათ შორის მალტის "ქორმსა" და "სლიემას" გუნდებს შორის გოგა კიკაჩეიშვილი მთავარი არბიტრი გახლდათ.

სფფ-ს მიერ საუკეთესო მსაჯის კატეგორიაში ნომინირებული იყვნენ ფიფას კატეგორიის მსაჯები გიორგი ვადაჭკორია და ლაშ სილაგავა. გასული წლის საუკეთესო მსაჯად კი გიორგი ვადაჭკორია გამოვლინდა.

ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და 13 რეგიონალური ფედერაცია იღებდნენ მონაწილეობას.




Print