ახალი ამბები
დღეიდან ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები იწყება
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა.

მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საშობაო ბაზრობისთვის ხის საახალწლო სახლებია განთავსებული. სწორედ აქ გაიმართება ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოქალაქეები გლინტვეინს, ცხელ შოკოლადსა და დარიჩინის ორცხობილებს დააგემოვნებენ.

ცენტრალურ მოედაზე უკვე მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეებიც.

საზეიმო ღონისძიებები დღეს 15:00 საათიდან დაიწყება. 20:00 საათზე კი ახალი 16 მეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ღონისძიებას ჯგუფი “New One” საზეიმო ფოიერვერკის თანხლებით დაასრულებს.

24 დეკემბრის საახალწლო პროგრამა:

15:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;

15:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;

15:00-20:00 - ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;

16:00-17:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;

18:30-19:20 - ნიკო ქაჯაია;

20:00 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება;

20:15-21:00 - ჯგუფი “New One”;

21:00 - საზეიმო ფოიერვერკი;

წინასაახალწლო ღონისძიებების გამო ქუთაისის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია. შესაბამისად, შეცვლილია ტრანსპორტის სვლა-გეზი.

სადღესასწაულო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.





Print