ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია
FaceBook
ქუთაისში, წინასაახალწლო ღონისძიებების გამო, ქალაქის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია.
ამიტომაც ტრანსპორტი დღეიდან  შეცვლილი სვლა-გეზით მოძრაობს.

მოედნაზე განლაგებულია რკინის ჯებირები და დაწყებულია ტერიტორიის საშობაო ბაზრისთვის მოწყობა. 

24 დეკემბერს, საახალწლო აქტივობები 15:00 საათიდან დაიწყება. 

კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალი ნახეთ აქ.

ხვალ დაგეგმილი ღონისძიებები ქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო განათებით დასრულდება. 


Print