ახალი ამბები
"მალე დაიწყება პარლამენტის ყოფილი შენობის რეგიონალურ IT ცენტრად გარდაქმნა"
FaceBook
პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის განცხადებით, ქალაქში  IT-ჰაბის შექმნა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"სულ მალე დაიწყება ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის, როგორც რეგიონალურ IT ცენტრად გარდაქმნა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რასაც მართლაც ეს ორი წელი მოვანდომეთ, თუ რა ფუნქცია და როგორ უნდა მიგვენიჭებინა ამ უმნიშვნელოვანესი შენობისთვის. იდეა წამოვიდა პრემიერ-მინისტრიდან, პარლამენტის წევრებიდან, ერთობლივად იყო ეს ყველაფერი.  ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ქუთაისს და რეგიონს ამ მიმართულებით განვითარებაში", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ ტელეკომპანია „რიონთან“.

მთავრობა ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, რეალურად რა დანიშნულება უნდა მისცეს პარლამენტის ყოფილ შენობას. თავდაპირველად, საუბარი იყო საპოლიციო ჰაბზე, შემდეგ - საკონფერენციო დარბაზზე. მთავრობისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით, მყარი  პოზიცია აქვთ ადგილობრივების დიდ ნაწილს, რომლებიც ჯერ პარლამენტის ქუთაისში დატოვებას, ახლა კი საკონონმდებლო ორგანოს უკან დაბრუნებას ითხოვენ. 

ნახეთ ამ თემაზე  - გაჩერებული ქუთაისი - ჩემოდნების აქცია/პერფორმანსი

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით კი, შენობის გასხვისებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა 2020 წლის მარტიდან დაიწყო.


ამავე თემაზე:


ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT ჰაბი შეიქმნას - ირაკლი ღარიბაშვილი


Print