ახალი ამბები
23-24 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე გზა გადიკეტება - რა მიმართულებით იმოძრავებს ტრანსპორტი
FaceBook
ქუთაისში, წინასაახლწლო ღონისძიებების გამო ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე მოძრობა  23-24 დეკემბერს შეიზღუდება. 
შესაბამისად,  ტრანსპორტი შეცვლილი სვლა-გეზით იმოძრავებს: 

N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით, აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;

N⁰141 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება;




Print