ახალი ამბები
2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს
FaceBook
2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  ტვ "ჯორჯიან თაიმის" გადაცემა "კაპიტალში" სტუმრობისას განაცხადა. 

„ჩვენ „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ორი ელექტროავტობუსის შეძენა, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წელს განხორციელდება. ეს საშუალებას მოგვცემს, მუნიციპალური ტრანსპორტი იყოს  ქუთაისსა და აეროპორტს და  რკინიზგის სადგურს შორის. 2023 წლიდან, როცა ავტობუსებს შევიძენთ, ჩვენ გვექნება უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც მოემსახურება აღნიშნულ თემას", -
განაცხადა  მერმა. 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსა. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევს. 



Print