ახალი ამბები
მერიამ ზესტაფონში ნაძვის ხის საზეიმოდ გასანათებლად "ღამის შოუს ბენდი" მიიწვია
FaceBook
ზესტაფონში, დღეს ნაძვის ხეს გაანათებენ, სადაც მოსახლეობის საზეიმო განწყობაზე გიორგი გაბუნიას "ღამის შოუს ბენდი" იზრუნებს. 
წინასაახალწლო კონცერტი ორი საათი გაგრძელდება და ფოიერვერკით დასრულდება. 

ზესტაფონის მერიამ 40 000 ლარის ღირებულების გამარტივებული ტენდერით (ერთპირთან მოლაპარაკება) ხელშეკრულება ი/მ სალომე კენჭუაშვილთან  გააფორმა.  სწორედ, კენჭუაშვილმა უზრუნველყო სამთავრობო ტელევიზიის "ღამის შოუს ბენდის" "შერჩევა". 

სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ორსაათიან კონცერტში გიორგი გაბუნია და ბენდის კიდევ სამი წევრი 4 500 -  4 500 ლარს,  ხოლო ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი 3 500 - 3 500 ლარს მიიღებენ. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ "ღამის შოუს ბენდი" გამოკითხვის შედეგად და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით "შეირჩა". თუ რა გამოკითხვაზეა საუბარი, ეს დაკონკრეტებული არ არის. 

საახალწლო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.







Print