ახალი ამბები
2023 წლის იანვარში 4 დღე უქმე იქნება
FaceBook
2023 წლის 3-დან 6 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა.
შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

უქმე დღეები ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის ცხადდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

Print