ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა, დღისით, დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

21 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია (უმეტესად თოვლის სახით) მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.




Print