ახალი ამბები
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში საზოგადოებრივ საპირფარეშოს აშენებს
FaceBook
ქუთაისში, წითელ ხიდთან, საზოგადოებრივი საპირფარეშო ეწყობა.

იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ უზრუნველყო ქალაქში ტუალეტების პრობლემის მოგვარება, "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში საპირფარეშოს "მუნიციპალური განვითარების  ფონდი" აშენებს.    

"ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, რუსთაველისა და წითელ ხიდებს შორის არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს პროექტი დაიწყო 2021 წლის შემოდგომაზე და დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში. საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის",
- განმარტავენ  "მუნიციპალური განვითარების ფონდში". 

ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა. თუმცა, მერიამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო მათი დაკანონება, რის გამოც საპირფარეშოები დაკეტილი იყო.  

უფუნქციო და დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისში (ვიდეო)

ჯავახიშვილის ქუჩა, ავტომშენებელი, ქალაქის ცენტრალური ბულვარი და წითელი ხიდი - სწორედ ამ ადგილებზე მოეწყო წლების წინ საზოგადოებრივი საპირფარეშო, თუმცა ტუალეტი ამ დროისთვის მხოლოდ  ცენტრალურ ბაღში ფუნქციონირებს.





Print