ახალი ამბები
ქუთაისში, ელექტრონული ტაბლოები დამონტაჟებიდან ერთი თვის შემდეგაც სატესტო რეჟიმში ჩართეს
FaceBook
ქუთაისში, ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო ელექტრონული დაფები დამონტაჟებიდან ერთი თვის შემდეგაც, სატესტო რეჟიმში ჩაირთო.
ქალაქში განთავსებული 108 ტაბლოდან ამ დროისთვის მხოლოდ 50 მუშაობს.

ელექტრონული დაფების დახმარებით, მოქალაქეები კონკრეტულ გაჩერებაზე მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის ინტერვალისა და სვლა-გეზის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მრავალწლიანი დაპირების შესრულება მას შემდეგ მოახერხა, რაც პროექტი "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეირჩა. შესაბამისად, ტაბლოების მოწყობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაზედაც ელექტრონული ტენდერი (NAT220004234) ქუთაისის მერიამ გამოაცხადა.

ქალაქში 108 ერთეული საინფორმაციო ტაბლოს მოსაწყობად ტენდერის გზით შერჩეულმა შპს "ქართული მიკროელექტრონიკამ" 898 283 ლარი მიიღო.


ამავე თემაზე:


რატომ არ მუშაობს გაჩერებებზე დამონტაჟებული ტაბლოები


Print