ახალი ამბები
21 დეკემბერს, ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება 16 საათით შეუწყდება
FaceBook
21 დეკემბერს, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს  წყლის მიწოდება შეუწყდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება აბონენტებს 03:00 საათიდან 19:00 საათამდე არ ექნებათ.

მიზეზი ქუთაისში, ქვიტირის სატუმბ სადგურზე ლითონის მილსადენების დაზიანებაა.

„ახალი წლის სადღესასწაული დღეებში არსებული სიტუაციის გაუარესების თავიდან ასარიდებლად, კომპანიის გადაწყვეტილებით, ადგილზე ჩატარდება აუცილებელი სარემონტო სამუშაოები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს, ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობის სრულად გაჩერდებას 21 დეკემბრის 03: 00 საათიდან 19:00 საათამდე“- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ნახეთ ქუჩების  ჩამონათვალი.



Print