ახალი ამბები
სანატორიუმ "იმერეთში" ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
წყალტუბოში სანატორიუმი "იმერეთში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი, თამაზ ბენიძე განმარტავს, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც ხანძრის გამომწვევი მიზეზები უნდა დაადგინონ.

წყალტუბოს გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ცეცხლი სანატორიუმის ერთ-ერთ ფლიგელში დღეს დილის საათებში გაჩნდა. აღნიშნულ ფლიგელში მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობს.
სანატორიუმ "იმერეთში" მცხოვრები ოჯახი ხანძრის ადგილიდან გადაყვანილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


Print