ახალი ამბები
ქუთაისის მერია ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას იწყებს - ტენდერი გამოცხადებულია
FaceBook
ქუთაისში ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება.
აღნიშნულისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი [NAT220027710] უკვე გამოაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 055 770 ლარია.

წინადადების მიღება 5 იანვრიდან დაიწყება და  ხუთ დღეში დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

ასეთი უნდა იყოს განახლებული ოქროს ჩარდახი:


იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შედგენაზე მუნიციპალიტეტმა 75 000 ლარის ტენდერი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ოთხ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: კვლევითი სამუშაოების ჩატარება, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტის ზედამხედველობა.

ფოტო ნია ხარაძე
Print